სასწავლო პროექტი

,,ბოროტსა სძლია კეთილმან...’’
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ზღაპრში მოთხრობილი ისტორიის  გაანალიზება და გადმოტანა სინამდვილეში.

პროექტის აქტუალობა: ბავშვებმა გაიგონ და გაიაზრონ ზღაპრის გმირების პერსონაჟების დადებითი და უარყოფითი  თვისებები.

პროექტის მიზნები: ზღაპრის პერსონაჟებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, პრაქტიკული საქმიანობისას შემოქმედებითობის გამოვლენის, ამხანაგების ნამუშევრებზე აზრის გამოთქმის უნარ–ჩვევების განვითარება.

მონაწილეთა ასაკი: 7–8 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვი ისწავლის და გაარჩევს ზღაპარს სინამდვილიდან. შეძლებს გაითავისოს სხვადასხვა პერსონაჟი,ინსცენირება.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფერადი ფურცლები, წებო, აუდიო მასალა, დეკორაციები, პერსონაჟების ფორმა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტ.1 ვაცნობ ბავშვებს ზღაპრს .
აქტ.2 ვყოფ კლასს ორ ჯგუფად და ვუნაწილებ დავალებებს.
აქტ. 3 ერთი ჯგუფი ამზადებს მასკებს და საჭირო მასალებს რომელიც ჭირდება ზღაპრის გმირებს.
აქტ. 4 ვუჩვენებ აუდიო მასალით ზღაპარს და ვანაწილებ  როლებს , ვაძლევ ტესტს რომელიც უნდა ისწავლონ.
აქტ. 5 გადაინაწილეს როლები და დავდგეს ზღაპარი.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ს.გ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მარტივ კონსტრუქციებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით, მაგალითად: მუყაო, დაჭმუჭნული ქაღალდი, ლითონის ან პლასტმასის კოლოფები და სხვ.;
·           ძერწავს გეომეტრიულ ფორმებს და ქმნის მათგან მარტივ კომპოზიციებს (სახლი, თოვლის ბაბუა და სხვ.);

ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ასრულებს მისთვის დაკისრე­ბულ ფუნქციას);

ს.გ.II.7.  მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები,  გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევარზე (მომწონს, არ მომწონს);
·           უსმენს თანაკლასელებს და მასწავლებელს;
·           სვამს კითხვებს წარმოდგენილ ნამუშევართან დაკავშირებით;
·           საუბრობს შთაბეჭდილებებზე, რომლებიც მიიღო სხვისი ნამუ­შევ­რიდან.

ს.გ.II.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საუბრობს იდეებზ რომლებიც მიიღო სხვისი ნამუშევრიდან;
·           ასახელებს მიზეზს, რის გამოც შექმნა ესა თუ ის ნამუშევარი.

პროექტის ხელმძღვანელი: თეა მოქია.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: teamoqia@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий